საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს იმართება. Sputnik-ის ფოტოლენტის საშუალებით ნახეთ თუ როგორ გამოიყურება თბილისი წინასაარჩევნო პერიოდში.
საპარლამენტო არჩევნებში 3,4 მილიონზე მეტ ამომრჩეველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. მათ 19 პარტიიდან და ექვსი საარჩევნო სუბიექტიდან მათთვის მისაღები კანდიდატი უნდა შეარჩიონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დემდე 18 წელი აქვს შესრულებული. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და პასპორტი.
ნებისმიერ ამომრჩეველს საკუთარი მონაცემების შემოწმება შეუძლია ცესკოს ვებგვერდზე ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატების საშუალებით. თუ პიროვნება სიაში საკუთარ გვარ-სახელს ვერ იპოვის, ის ცესკოს უნდა დაუკავშირდეს ნომერზე +995 32 251-00-51.
ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვერსია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახდება ცნობილი.
საქართველოს შსს-მ და ცესკომ განაცხაებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქვეყანაში არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად.
უცხოეთის 42 ქვეყანაში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 17 სექტემბერს დასრულდა. ამიტომ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების დღეს საზღვარგარეთ იქნებიან და ვერ მოასწრეს დარეგისტრირება, მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ერთმევათ.