თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა.
ახლადაშენებული საავადმყოფო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დაათვალიერა.
სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან, როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ისე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით.
პრემიერ-მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს ახალ, თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ კლინიკა მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს.
კლინიკის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან3 525 000 ლარი დაიხარჯა.