ჩუგოშვილი: საქართველოს ბევრი ქალი სჭირდება პარლამენტში

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა გაიზარდოს.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს შორის ქალების სიმცირის გამო. 

8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიის შესწავლამ გამოვლინა, რომ ყველაზე ნაკლები ქალი სიაში მმართველ პარტიას ჰყავს. კვლევა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 19 სექტემბერის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა.

„ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ძლზე მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ვერ მოვახერხეთ იმ სტანდარტამდე მიღწევა, რომელიც მისაღებია და ქვეყნის განვითარების ნორმას წარმოადგენს. სამწუხაროდ, მომავალ პარლამენტში ქალების მონაწილეობა, როგორც ჩანს, ძალზე დაბალი იქნება“, — განაცხადა ჩუგოშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტაციისას. 

კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები: „ქართული ოცნება“ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას

ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა გაიზარდოს, აღნიშნა მან.

„ეს ძალზე კომპლექსური საკითხია და ასე უბრალოდ ვერ გადაწყდება. თუმცა, სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ“, — ხაზგასმით აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით აპირებს კენჭისყრას. მანამდე ის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0