თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთში ვიგაუდას უშაცკასმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ამას ჯერჯერობით არავინ განიხილავს“, — განუცხადა უშაცკასმა ჟურნალისტებს პარასკევს მოსკოვში.
მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირი, პირველ რიგში, დაინტერესებულია, რომ „რუსეთმა და სხვა მხარეებმა ყველაფერი გააკეთონ მინსკის შეთანხმებების სრული შესრულებისთვის“. ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის მოვლენების გამო გაუარესდა. აშშ-მა და ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესეს როგორც რუსეთის ცალკეული მოქალაქეების, ისე მთელი რიგი რუსული ეკონომიკის დარგების მიმართ.