ბაიდენმა უკრაინა რეფორმების განუხორციელებლობის შედეგებზე გააფრთხილა

© AP Photo / Chuck Burtonჯოზეფ ბაიდენი
ჯოზეფ ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სულ ცოტა ხუთი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ემხრობა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსეთთან მიმართებით სანქციებზე უარი თქვას, თუ უკრაინა დაპირებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს არ გაატარებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

„ვიცით, რომ თუ ისინი ევროკავშირს საბაბს მისცემენ, დღეს, როგორც მინიმუმ, ხუთი ქვეყანაა, რომლებსაც უნდათ თქვან, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებიდან გასვლა უნდათ“, — განაცხადა ბაიდენმა ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინის მომხრეა

ვიცე-პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნები ემხრობიან სანქციების გაუქმებას.

უფრო ადრე კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვები უკრაინის პრობლემებს არ აგვარებს, ხოლო სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს აზრით, ამას ევროკავშირი ქვეყნებისთვის ზიანი მოაქვს და მხოლოდ აშშ-ისთვისაა სარგებლის მომტანი. გარდა ამისა, რეზოლუციები სანქციების რეჟიმის შემსუბუქების მოწოდებით მოიწონა საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატამ, ასევე იტალიის ოთხი რეგიონის ხელისუფლებამ.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინაში კრიზისიდან მოყოლებული, კვირაში 2-3 საათს უკრაინის ლიდერებთან სატელეფონო საუბრებზე ხარჯავს და არწმუნებს მათ, რომ რეფორმები მტკიცედ გაატარონ, ამავდროულად, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას სანქციების პოლიტიკის იდეის მხარდაჭერისკენ აძლევს ბიძგს.

ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის მოვლენების გამო გაუარესდა. აშშ-მა და ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესეს როგორც რუსეთის ცალკეული მოქალაქეების, ისე მთელი რიგი რუსული ეკონომიკის დარგების მიმართ. სანქციების გაუქმების პირობას მინსკის შეთანხმებების სრული შესრულება წარმოადგენს.

შეთანხმებების თანახმად, კიევმა 2015 წლის ბოლომდე საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების ვალდებულება აიღო. მისი საკვანძო ელემენტი უნდა გახდეს დეცენტრალიზაცია და დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის მიღება, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას შეთანხმების ეს ნაწილი ჯერ არ შეუსრულებია.

კრემლში სანქციების მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებას აბსურდულს უწოდებენ. მოსკოვში აღნიშნავენ, რომ რუსეთი არ წარმოადგენს უკრაინის შიდა კონფლიქტის მხარეს და დონბასში ვითარების მოგვარების შესახებ შეთანხმების სუბიექტს.

ყველა ახალი ამბავი
0