საქართველოში ყალბი ფულის დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს

გამოწერა
ყალბი ფულის დამამზადებელმა და მისმა თანაშემწემ ყალბი ლარი ორჯერ წარმატებით გაასაღეს, მესამედ კი ისინი დააკავეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. დაკავებულია ყალბი ფულის (39 ათასი ლარის ოდენობის) დამზადებასა და რეალიზებაში ბრალდებული და ასევე მისი თანაშემწე, აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლარი - Sputnik საქართველო
ყალბი მონეტების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

ბრალდებული მაშინ „გაება“, როდესაც სექტემბრის თვეში, უკვე მესამედ, ყალბი, 100 და 50-ლარიანი კუპიურების მორიგი „პარტიის“ გასაღებას აპირებდა.

ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ეს 2016 წელს ყალბი ფულის საქმეზე დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ თვეებში რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0