ყალბი მონეტების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

© Courtesy of Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყალბ მონეტებს ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ასაღებდა.

თბილისი, 31აგვისტო — Sputnik. ერთლარიანი მონეტების უკანონო დამზადების ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი ხუციშვილი დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ლარის ახალი კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი ფულის დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველების ინფორმაციით, ხუციშვილი მონეტებს სახლში ამზადებდა. ამისთვის კი სპეციალურ დანადგარსა და სხვადასხვა ფერადი ლითონების შენადნობს იყენებდა.

ყალბ მონეტებს ის საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ასაღებდა. ყალბი მონეტების ზუსტი რაოდენობა განცხადებაში დაზუსტებული არ არის.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით – „ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0