თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის პროცესისთვის თვალის დევნებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს ინტერნეტში პირდაპირი ეთერით, განუცხადა ჟურნალისტებს წცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, არის ის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში ცესკო-ს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას“, — განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ხმის დათვლის პროცედურის ტრანსლაციისას გამოყენებული იქნება გადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგია.