თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. დიღომში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გავქვს, თუმცა ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე და ცალკეულ ტერიტორიებზე არის წყლის დონე მომატებული. სანიაღვრე სისტემები შეძლებისდაგვარად ატარებს ამ ყველაფერს. ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაზე მთავარი დატბორვა არის უნივერსიტეტის ქუჩაზე დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილი, არის ასევე გუდამაყრისქუჩა, სადაც ჩამორეცხვა მოხდა, ეს არის ნაძალადევის რაიონში, დიღმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი, თუმცა ზიანი არ არის“, — აღნიშნა ნარმანიამ.
ამ დროისათვის თბილისში წვიმამ უკვე გადაიღო, გზებზე მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაბამისი სამსახურებიც მობილიზებულია.
„ყველა ჩვენი სამსახური მობილიზებულია, როგორც მერიის, ასევე გამგეობის რაიონული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე გადიან. სამაშველო სამსახური მუშაობს განასკუთრებულ რეჟიმში და ვართ მათთან კოორდინაციაში“, — განაცხადა დავით ნარმანიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში.