კოკისპირულმა წვიმამ თბილისის ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გართულებულია მოძრაობა გმირთა მოედანზე, გაგარინის მოედანზე, ნუცუბიძის ქუჩასა და რუსთაველის პროსპექტზე.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ თავისუფლების მოედანზე და საბურთალოს რაიონში პრობლემები წარმოქმნა. გართულებულია მოძრაობა გმირთა მოედანზე, გაგარინის მოედანზე, ნუცუბიძის ქუჩასა და ასევე იუსტიციის სახლთან, მეტროსადგურ ავლაბართან და რუსთაველის პროსპექტზე.

© Soso Janashia ძლიერი წვიმა თბილისში
ძლიერი წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
ძლიერი წვიმა თბილისში

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

თბილისელები საკუთარ ფეისბუქგვერდებზე ქალაქის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოტრანსლაციებს აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0