სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ვალერი გელაშვილის ცემაში დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიივანე მერაბიშვილი
ივანე მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის დასჯა მერაბიშვილს დაავალა, რომელმაც თავის მხრივ ერეკლე კოდუას მისცა დავალება, მან კი — გია სირაძეს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ, რომელიც უკვე იხდის სასჯელს სხვა დანაშაულებათა გამო, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, იუწყება სასამართლოს პრესსამსახურის ოფიციალური ფეისბუქგვერდი

ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო
ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაკითხეს

„საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წართმეული ქონების გამო და შეურაცხმყოფლად იხსენიებდა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, მისი ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა შს სამინისტროს იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს", — ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მერაბიშვილმა გელაშვილის დასჯა თავის მხრივ, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას დაავალა, მან კი — ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს.

ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს საბოლოოდ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ივანე მერაბიშვილს საბოლოო სასჯელის სახედ 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0