თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სკანდალურად ცნობილი ლალი მოროშკინა დაკითხა ექს-პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე იხდის სასჯელს.
როგორც იცით, ექს-პრემიერის საპატიმროში ყოფნის პერიოდში მისი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ წინასწარი დასკვნა დადო 2016 წლის ივნისში.
„გაყვანას ადგილი არ ექნებოდა. დღევანდელი სისტემა ისეა აწყობილი, რომ აბსოლიტურად გამჭვირვალეა ყველაფერი და ბუზის გაფრენაც კი ისმის“, — განაცხადა მოროშკინამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მან ხაზი გაუსვა, რომ მერაბიშვილის განცხადება საპატიმროში მისი უფლებების დარღვევის თაობაზე — ეს ყოფილი მმართველი პარტიის ფანტაზიებია.
შეგახსენებთ: ლალი მოროშკინა 2014 წელს დიმიტრი დარბაისელის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობდა.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ის საკნიდან გაიყვანეს და მაშინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რა დროსაც ფარცხალაძემ თითქოს მუქარით სცადა გამოეძალა მერაბიშვილისგან ზურაბ ჟვანიას დაღუპვის დეტალები და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრები.