თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქალაქის მერის, გიორგი ერმაკოვის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
„[ერმაკოვს] საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაახსენდა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პრობლემებია გადასაჭრელი და ამ უკანონო გადაწყვეტილებისთვის საკრებულოს მიმართა“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს ენმ-ს წარმომადგენელმა ბათუმის საკრებულოში გიორგი კირთაძემ.
იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად აუცილებელია საკრებულოს სიითი შემადგენლობის, ანუ 25-დან ცხრა დეპუტატის ხმა.
„ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან საკრებულოში. იმედი გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას შევძლებთ“, — აღნიშნა კირთაძემ.
შეგახსენებთ: გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერად 2014 წლის აგვისტოდან მუშაობს.