გორის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

გამოწერა
ილია მეტრეველისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მესამე მცდელობა მისი თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელია და რომელსაც წარსულში უკვე ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი, თანამდებობიდან გადააყენეს. 

გორი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილი vs ალასანია — თავდაცვის ექს-მინისტრები გორში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

მეტრეველს მიაჩნია, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ვინაიდან ის ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერი და მისი პარტიის წევრია.

„ჩვენ საკრებულოში შემოვედით 2014 წლის 2 აგვისტოს. იქიდან მოყოლებული, რატომღაც „ქართული ოცნება“ სულ გვემტერება… ბევრჯერ ვცადეთ — მე, პირადად, ჩემმა გუნდმა — ხელი გავუმართეთ, მაგრამ ისინი ჩასაფრებულ პოზიციაში, ღალატისა და მტრობის პოზიციაში არიან და დღეს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ“, —  განუცხადა მეტრეველმა ჟურნალისტებს.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა თხუთმეტიდან ათმა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მინდია გოდერძიშვილმა.

„ეს არის „ოცნების“ გუნდის სამეფო კარის თამაშები… თავმჯდომარის შეცვლით არაფერი შეიცვლება იქიდან გამომდინარე, რომ ეს სცენარი [იწერება] „ოცნების“ ოფისებში“, — მიაჩნია გოდერძიშვილს. 

შეგახსენებთ: აგვისტოს  შუა რიცხვებში ირაკლი ოქრუაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრა  გადაწყვიტა და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის კონკურენტი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0