დღეს მსოფლიო საერთაშორისო დღეს ავტომობილის გარეშე — Car Free Day-ს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliველოსიპედის ძეგლი თბილისის ცენტრში
ველოსიპედის ძეგლი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ყოველი წლის 22 სექტემბერს აღნიშნავს World Car-free Day-ს, რომლის დევიზიცაა „ქალაქი როგორც სივრცე ადამიანებისთვის, სივრცე სიცოცხლისთვის“.

ერთი დღე ავტომობილის გარეშე — ეს საერთაშორისო დონის სიმბოლური აქციაა, რომელიც საზოგადოებას გადაჭარბებული ავტომობილიზაციით ადამიანისა და ბუნებისთვის მიყენებულ ზიანს ახსენებს და გადაადგილების ალტერნატიულ  შესაძლებლობებს აჩვენებს.

პირველად Car Free Day 1973 წელს აღინიშნა  შვეიცარიაში, როდესაც ხელისუფლებამ, საწვავის კრიზისთან დაკავშირებით, მოუწოდა მოსახლეობას, ოთხი დღე უარი ეთქვათ მანქანებით  მოძრაობაზე. 

მესხიშვილი: „საქართველოში ყოველწლიურად 80 000 ავტომობილი იყიდება“

1997 წელს დიდმა ბრიტანეთმა პირველი საერთო ეროვნული მასშტაბის აქცია ჩაატარა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1998 წელს აქციას შეუერთდა საფრანგეთი. უკვე 2001 წლისთვის World Car-free Day-ში 35 ქვეყნის ათასზე მეტი ქალაქი იყო ჩართული.

მსოფლიოს ბევრი მეგაპოლისი ამ დღეს ერთგვარ ველოდემონსტრაციებს აწყობს. პირველად მსგავსი ღონისძიება 1992 წელს ჩატარდა სან-ფრანცისკოში და მაშინ აქციაში სულ 48 ადამიანი მონაწილეობდა. ახლა კი ავტომობილის გარეშე დღეებს რამდენიმე ათეული ათასი ველოსიპედისტი აღნიშნავს მსოფლიოს ცალკეულ ქალაქებში. ყველაზე ხალხმრავალი აქციები ტარდება ხოლმე ლონდონში, სიდნეიში, მელბურნში, სან-ფრანცისკოსა და ბუდაპეშტში. ამ უკანასკნელში დემონსტრანტთა რაოდენობა 30 ათასსაც აღწევს.

საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისი საერთაშორისო აქციას „დღე მანქანის გარეშე“ უერთდება

ამ დემონსტრაციებს საერთო ლოზუნგი აქვთ: „ჩვენ არ ვუშლით ხელს მოძრაობას; ჩვენ თავად ვართ მოძრაობა!“

მიახლოებითი გამოთვლებით, „საერთაშორისო დღეს ავტომობილის გარეშე“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი კაცი მონაწილეობს 1 500 ქალაქში.

World Car-free Day წელს, 22 სექტემბერს თბილისშიც აღინიშნა ფეხითა და ველოსიპედებით სიარულით.

ყველა ახალი ამბავი
0