შაფათავა ჩოგბურთის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

© photo: Sofia Shapatava / FBსოფია შაფათავა
სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა ხორვატიელ ანე კონიოხთან დათმო. ამ ეტაპზე შაფათავა მსოფლიო რეიტინგში 235-ე ადგილზეა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ ვერ შეძლო  WTA-ის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. ის ხორვატიელ ანე კონიუხთან ორ სეტში (1:6, 6:7) დამარცხდა, ნათქვამია ტურნირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი საფრანგეთის ჩოგბურთის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა

პირველ პარტიაში ხორვატიელმა ჩოგბურთელმა ქართველ სპორტსმენს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა. შაფათავას განსაკუთრებით არ გამოუვიდა ჩაწოდებები.

მეორე პარტია ძალთა თანაბარდობით წარიმართა. ქართველმა ჩოგბურთელმა ძალების მობილიზება შეძლო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. თუმცა, უფრო იღბლიანი კონიუხი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიშით 7:2 გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე შაფათავა მსოფლიო რეიტინგში 235-ე ადგილს იკავებს. მერვედფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა სპორტსმენმა 48 ქულა დააგროვა და საგრძნობლად გაიუმჯობესებს პოზიციებს ჩოგბურთის ქალთა ასოციაციის (WTA)  ახალ კვალიფიკაციაში.

გუანჩჟოუში გამართული ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 227 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0