სამხედრო ატაშე კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს წარუდგინეს

© photo: Sputnik / Murad Orujovაზერბაიჯანის დროშა
აზერბაიჯანის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრისას მხარეებმა შეიარაღებული ძალების განვითარების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ თავდაცვის მინისტრ ზაქირ გასანოვს საელჩოს სამხედრო ატაშე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აზერბაიჯანში სამხედრო ატაშედ სამი თვის წინ დანიშნეს.

„თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეს დანიშვნა მიულოცა და ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაფართოების სფეროში მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი ურთიერთობებს აღრმავებენ

შარაშენიძემ, კვირიკაშილმა და გასანოვმა შეხვედრაზე იმსჯელეს შეიარაღებული ძალების განვითარების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რეგიონში არსებულ სამხედრო–პოლიტიკურ ვითარებაზე, რეგიონისთვის მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაჭრის მნიშვნელობაზე და სხვა, აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

საქართველოს კანონის „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ თანახმად, სამხედრო ატაშე მაღალი დიმპლომატიური თანამდებობის პირად ითვლება.

ატაშეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0