როუჰანიმ ირანისა და თურქეთის შესაძლებლობებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშიხასან როუხანი
ხასან როუხანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც როუჰანიმ შენიშნა, „ტერორორიზმი საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე მთელ მსოფლიოს“.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ირწმუნება, რომ თეირანსა და ანკარას შეუძლიათ საკვანძო როლი ითამაშონ რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით, სირიასა და ერაყში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით.

სუ-34 - Sputnik საქართველო
ირანი რუსეთს სირიაში ტერორიზმთან საბრძოლველად ინფრასტრუქტურას დაუთმობს

ირანის ლიდერმა და მისმა თურქმა კოლეგა რეჯეფ ერდოღანმა შეხვედრა  ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართეს.

როგორც როუჰანიმ შენიშნა, „ტერორორიზმი საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე მთელ მსოფლიოს“.

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანაა მზადაა გააღრმავოს ურთიერთობები „მეგობარ და მოძმე თურქეთთან“ სხვადასხვა სფეროში, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკაში, მრეწველობასა და ტრანსპორტში.

როუჰანიმ ხაზგასმით გამოხატა მწუხარება თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო და გამოთქვა სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენაში.

თვის მხრივ, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ირანელ კოლეგას მხარდაჭერისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0