ირანი რუსეთს სირიაში ტერორიზმთან საბრძოლველად ინფრასტრუქტურას დაუთმობს

© Пресс-служба Минобороны РФ / გადასვლა მედიაბანკშისუ-34
სუ-34 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა ბომბდამშენებმა Ту-22М3-მა და Су-34-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს ირანის აეროდრომიდან გაფრენის შემდეგ დაარტყეს.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ირანი რუსეთს სირიაში ტერორიზმთან საბრძოლველად თავის ინფრასტრუქტურას დაუთმობს, განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამჰანიმ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო ИРНА-ზე დაყრდნობით.

სააგენტო ИРНА-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შამჰანიმ სირიაში ტერორიზმთან ბრძოლაში მოსკოვისა და თეირანის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა.

სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა Ту-22М3-მა და Су-34-მა სირიის სამ პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰატ ან-ნუსრის“ ობიექტებს ირანის აეროდრომიდან გაფრენის შემდეგ დაარტყეს.

ყველა ახალი ამბავი
0