თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ კარგი გამოცდილების გარეშე ქვეყნის ეფექტური მართვა შეუძლებელია. ამის თაობაზე მან „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, სახელწოდებით „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი ცოდნა, კარგი გამოცდილება. ჩვენ უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს და სწორი მიმართულებით წავიდეს“, — აღნიშნა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერმა განმარტა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელიწადია მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება, „რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა“.
კონფერენციას რაიონული ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.