ენგურჰესის კაშხალთან ტურისტულ ცენტრს მოაწყობენ

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს პერიოდში კაშხალთან მოაწყობენ ტურისტულ სივრცეს მუზეუმებითა და ვიზიტორების ცენტრით.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ჩამოსული ტურისტები შეძლებენ ეწვიონ კავკასიაში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს – ენგურჰესს.

ჰიდროელექტროსადგური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების უნიკალურ კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მოეწყობა სამუზეუმო–საინფორმაციო სივრცე ტურისტებისთვის, აღნიშნულია საქართველოს ენერგიტიკის სამინისტროს განცხადებაში.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ენგურჰესი სარემონტოდ დაიკეტება

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგენილი სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო მართვის პულტი – აფხაზეთის მხარეს.

საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში აპირებს დაიწყოს პროცედურები, რათა ენგურჰესის თაღოვანმა კაშხალმა UNESCO- ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოსადგილი.


ყველა ახალი ამბავი
0