ენგურჰესი სარემონტოდ დაიკეტება

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი ა ქვს მინიჭებული.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი 2017 წელს სამი-ოთხი კვირით, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით დაიკეტება გეგმიურ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

ენგურ ჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჰიდროელექტროსადგურზე გეგმიური სარემონტო სამუშაოები წესით ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ბოლოს იქ რემონტი 2006 წელს ჩატარდა, რა დროსაც სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება ორი თვით შეწყვიტა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიან ვალიშვილმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ საუბრისას. 

„2017 წელს ჰესის სამი-ოთხი კვირით გაჩერებას ვგეგმავთ, მოვიწვევთ უცხოელ ინჟინრებს, დეტალურად დავათვალიერებ გვირაბს, რათა ვიცოდეთ, სამუშაოების რა მასშტაბზე იქნება საუბარი და რა პერიოდს მოიცავს. 2018 წელს კი უკვე შესაძლებელი იქნება რემონტის დაწყება“, — თქვა ვალიშვილმა და იქვე დაამატა, რომ რემონტისთვის თანხების მოძიება იქნება საჭირო.

მინისტრის მოადგილის თქმით, მხოლოდ გვირაბში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 25 მილიონი იქნება საჭირო, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ვალუტაზეა საუბარი.

„თუ იქ კრიტიკული უბნები გამოვლინდება, მეტი სახსრები და დრო დაგვჭირდება“, — აღნიშნა მან.

ვალიშვილის თქმით, წინა წლებში ჰესის რეაბილიტაციისთვის ფულად სახსრებს დონორი ორგანიზაციები გამოყოფდნენ და 2003-2004 წლებში საქართველოს ამ მიზნით 200 მილიონზე მეტი მიიღო.

ენგურ ჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა გაუწევს მონიტორინგს

„ვფიქრობთ, ისინი კვლავაც დაგვიჭერენ მხარს ამ პროექტის რეალიზებაში“, — აღნიშნა მან.

ჰესის დროებით დაკეტვის გათვალისწინებით, აუცილებელი ხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხის გადაჭრა. როგორც ცნობილია. ენგერჰესის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მართვის პულტი დე-ფაქტო მთავრობის მხარეს.

„ასეთი რებუსი გვექნება. ექსპლუატაციაში ახალი ჰიდროელექტროსადგურები შევიდა… პრობლემები არ გვექნება, თუმცა, შესაძლოა ცოტა ძვირი გამოვიდეს, რადგან ენგურჰესის ადეკვატური იაფი რესურსი არ გაგვაჩნია და მის შეცვლას ვერ შევძლებთ. თუმცა ეს ჩვენი ელექტროსისტემისთვის დიდი პრობლემა არ იქნება“, — განაცხადა ვალიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჰესი მარტში გაჩერდება, ვინაიდან ამ დროს ის ყველაზე ნაკლები რაოდენობით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგენილი სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ყველა ახალი ამბავი
0