„დღე მანქანის გარეშე“ თბილისში მსვლელობით აღინიშნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსვლელობა მეტრო „რუსთაველიდან“ დაიწყება და „ვარდების მოედანზე“ დასრულდება.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისი 22 სექტემბერს მსოფლიოს დღეს „დღე მანქანის გარეშე“ ფეხით მოსიარულეების მსვლელობით აღნიშნავს, რომლებსაც შეუერთდებიან ველოსიპედისტები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე დაყრდნობით.

სამინისტროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას. მათ თბილისის მოსახლეობას მოუწოდეს, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და 22 სექტემბერს ავტომობილები სახლებში დატოვონ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ველოსიპედებით ისარგებლონ.

ჰაერის მონიტორინგის სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ახალი სადგურები დაამონტაჟეს

საზეიმო მსვლელობა მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და „ვარდების მოედანზე“ დასრულდება. მსვლელობას მუსიკალურ თანხლებას ბენდი  Drum School გაუწევს.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე „საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო–ტრანსპორტის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენელები.

დატოვეთ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი შინ და ისარგებლეთ სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით, იმოძრავეთ ფეხით, ეცადეთ, გამოიყენოთ ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება… გამორთეთ ძრავა ხანგრძლივი საცობის დროს; შეამოწმეთ საბურავების წნევა… გახსოვდეთ, 3 — 4 ადამიანის წამოყვანით 3 – 4 ჯერ შეამცირებთ ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურებას… დაიცავით ავტომობილის "ეკო-ტარების წესები", აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აქციის მხარდასაჭერად, მძღოლებს მოუწოდებენ, ავტომობილებს მწვანე ფერის ლენტი მიამაგრონ.

ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას შეუერთდა საფრანგეთი. უკვე 2001 წლისთვის მოძრაობას მსოფლიოს 35 ქვეყნის ათასზე მეტი ქალაქი შეუერთდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0