თბილისში სტივენ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავენ

© AP Photo / Francois Moriსტივენ კინგი
სტივენ კინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს კრებულის „ნაშუაღამევის ოთხი წუთი“ ქართულად თარგმანის პრეზენტაცია, ასევე ცნობილი მწერლის სიუჟეტებზე გადაღებული ფილმების ჩვენება.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik.  თბილისში ცნობილი ამერიკელი მწელის სტივენ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავენ – საშინელებათა ჟანრისა და ტრილერების ლეგენდარულ ავტორს 69 წელი შეუსრულდა.

თბილისელი თაყვანისმცემლები სტივენ კინგის დაბადების დღეს მისი ერთ–ერთი ბესტსელერის „ნაშუაღამევის ოთხი წუთი“ ქართული თარგმანის პრეზენტაციით აღნიშნავენ.

ესაა მოთხრობების კრებული, რომელიც 1990 წელს გამოქვეყნდა.  კრებული ქართულად თარგმნა ნათია ჯანაშიამ. საღამოს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ტარდება ვიქტორინები, საშინელი ისტორიების კონკურსი და ტრილერის „საიდუმლო ფანჯარა“ კინოჩვენება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

სტივენ კინგი - „საშინელებათა მეფე“ - Sputnik საქართველო
„საშინელებათა მეფე“ სტივენ კინგი და… ინდოელი მანიაკი

სტივენ კინგი, მეტსახელად „საშინელებათა მეფე“, ერთნაირი ოსტატობით მუშაობს ისეთ ლიტერატურულ ჟანრებში, როგორებიცაა საშინელებათა ჟანრი, ტრილერი, ფენტეზი, მისტიკა და დრამა.

მთელ მსოფლიოში მისი წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, რომლებზეც გადაღებულია მხატვრული ფილმები, სატელევიზიო დადგმები, შექმნილია კომიქსები.

კინგმა გამოაქვეყნა 55 რომანი, მათ შორი შვიდი – რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით, და ხუთი სამეცნიერო–პოპულარული წიგნი. ის არის დაახლოებით 200 მოთხრობის ავტორი, რომელთა უმრავლესობა ცხრა კრებულად არის გამოცემული.


ყველა ახალი ამბავი
0