უკრაინაში ავტომობილების საქართველოში გადმოგზავნის დანაშაულებრივი სქემა გახსნეს

© photo: Sputnik / Александр Мазуркевич / გადასვლა მედიაბანკშიგამტარი პუნქტი "გოპტივკა"
გამტარი პუნქტი გოპტივკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ტერიტორიის გავლით უკრაინიდან საქართველოში ყალბი დოკუმენტებით ავტომობილის გადმოგზავნის მცდელობისას უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლებმა საერთაშორისო გამტარ პუნქტზე „გოპტოვკა“ (უკრაინა-რუსეთის საზღვარი), დააკავეს ავტომობილი Toyota Highlander, რომლის უკანონოდ გადაყვანას საქართველოში უკრაინის 28 წლის მცხოვრები ცდილობდა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტების შემოწმებისას სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მართვის მინდობილობა ყალბი იყო.

28 წლის უკრაინელის გარდა, ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი ადამიანი — ასევე უკრაინის მოქალაქე. ავტომობილის საქართველოში გადაყვანას ბოროტმოქმედები რუსეთის ტერიტორიის გავლით აპირებდნენ.

Rolls-Royce - Sputnik საქართველო
საქართველოში Rolls-Royce-ს ავტომობილების გაყიდვა დაიწყება

ავტომობილისა და მძღოლის ნივთების დათვალიერებისას მესაზღვრეებმა ასევე იპოვეს ყალბი სადაზღვევო პოლისი და სხვა სატრანსპორტო საშუალების — LAND ROVER-ის რეგისტრაციის მოწმობა. უახლოეს მომავალში მამაკაცი, გაყიდვის მიზნით, ამ ავტომობილის გადაყვანასაც აპირებდა რუსეთში.

სამართალდამრღვევები ეროვნულ პოლიციას გადასცეს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ავტომობილის უკანონოდ გადაყვანის პირველი შემთხვევა არ არის. დამნაშავეების მიზანი ძვირადღირებული მანქანები იყო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მესაზღვრეებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში მოპარული ავტომობილების გაგზავნის ხუთი შემთხვევა. ორ შემთხვევაში ეჭვმიტანილები, შემდგომი ძებნის მიზნით, ინტერპოლის ბაზაში არიან შეყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0