თბილისი, 7 სექტემბერი- Sputnik. ლეგენდარული ბრიტანული მარკის Rolls-Royce-ის ლუქს კლასის ავტომობილები უახლოეს ხანებში ქართული კომპანია Omega Motors-ის საგამოფენო დარბაზებში გამოჩნდება. მოლაპარაკებები Rolls-Royce-ის საქართველოში ჩამოტანაზე უკვე დასრულებულია და რამდენიმე თვის შემდეგ ავტომობილები რომლებიც სიმდიდრესა და ფუფუნებასთან არის ასოცირებული ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის.
Omega Motors საქართველოში BMW-ს ოფიციალური პარტნიორია. ხოლო Rolls-Royce თავის მხრივ BMW Group-ის შემადგენლობაში შედის. ამაში ახალი არაფერია, საუბარია იმაზე, რომ ავტომობილი წარმოდგენილი იყოს შოუ რუმში“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия“ Omega Motors-ის მარკეტინგის მენეჯერს ეკა იჩკიტიძეს.
Omega Motors თავის კლიენტებს ასევე შესთავაზებს Rolls-Royce-ის ავტომანქანების მომსახურებას. ამისათვის Omega Motors-ის თანამშრომლები უკვე გადიან სპეციალურ მომზადებას. რომელი მოდელისა და სერიის მანქანები იქნება წარმოდგენილი საქართველოში — ჯერ უცნობია.
კომპანია Rolls-Royce Motor Cars 1904 წელს ბრიტანელებმა ჩარლზ როლსმა და ჰენრი როისმა დააფუძნეს.
2003 წელს კომპანია სრულად გადავიდა ავტოკონცერნ BMW-ს მფლობელობაში. ავტომანქანის აწყობა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ხდება. დღეისათვის Rolls-Royce-ს რამდენიმე მოდელი არსებობს. Rolls-Royce Phantom, Rolls-Royce Ghost, Rolls-Royce Wraith и Rolls-Royce Down.