თელავის მუსიკალური ფესტივალი ოლეგ კაგანს მიეძღვნება

© FB / Международный музыкальный фестиваль в Тбилисиსაერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის დამაარსებლის, ცნობილი პიანისტის ელისო ვირსალაძის გარდა, ფესტივალში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიც არიან იური ბაშმეტი, ალექსეი ლიუბიმოვი.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს დიდი მევიოლინის ოლეგ კაგანის 70 წლის იუბილეს ეძღვნება, თელავში 9-15 ოქტომბერს გაიმართება.
ოლეგ კაგანი თავისი დროის უდიდესი მუსიკოსი იყო. სწავლობდა დავიდ ოისტრახის კლასში, გამოდიოდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიცაა პიანისტი სვიატოსლავ რიხტერი, ვიოლონჩელისტი ნატალია გუტმანი, ალტისტი იური ბაშმეტი, პიანისტი ალექსეი ლიუბიმოვი, ასევე თელავის ფესტივალის დამაარსებელი ელისო ვირსალაძე.

დადიანების სასახლე - Sputnik საქართველო
დადიანების სასახლეში საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი გაიამართება

ფესტივალი, ტრადიციისამებრ, მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს — როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს, ისე მე-20 საუკუნის ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, რომლებიც საქართველოში პირველად აჟღერდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე ხუთი კონცერტი გაიმართება. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები რუსეთიდან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩინეთიდან.

ფესტივალის სტუმართა შორის არიან: ვირტუოზი მევიოლინე ბერლინიდან კოლია ბლახერი, რუსი ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, ახალგაზრდა შემსრულებლები — დმიტრი შიშკინი (რუსეთი), უილიამ დატონი (დიდი ბრიტანეთი) და ჩან უეი (ჩინეთი).

სერ ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
„მუსიკოსების პარკი“ ურეკში

ფესტივალზე ასევე გამოვა დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წინანდალში ქართველი პიანისტების — ნანა დიმიტრიადისა და ნანა ავალიშვილის კონცერტი გაიმართება.

წელს ფესტივალის სიახლეა კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობა, რომელიც თელავში ორ კონცერტს გამართავს. ორკესტრს უდირიჟორებენ ცნობილი პოლონელი დირიჟორი იაცეკ კასპშიკი და ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

სცენაზე აჟღერდება შოპენის, ვივალდის, შუმანის, მენდელსონის, ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის, ჩაიკოვსკისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფორტეპიანოზე და სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრის მასტერ-კლასები, რომლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან.

დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
დათო ევგენიძის კონცერტი ბათუმში: 80-იანების მუსიკა და თანამედროვე ელემენტები

ღონისძიების ორგანიზატორია კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ქება ვაზისა“ ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა. მას იმ დროს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა. 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღდგა და ის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიურად იმართება.

წელს ფესტივალი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0