საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში გახდება

CC0 / Pixabay / pixel2013 / მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეიმურაზ ტუღუშის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. მედია-საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტუღუშს სკანდალურად ცნობილი ლევან მურუსიძე ლობირებდა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე იურიდიული უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელი თეიმურაზ ტუღუში გახდება.

ტუღუშის კანდიდატურას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი, აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ტუღუში ოთარ სიჭინავას შეცვლის, რომლის უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს იწურება.

ტუღუშის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ წარადგინა.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში ორი მოსამართლე დანიშნა

ამასთან, მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტუღუშს სკანდალურად ცნობილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე ლობირებდნენ. ტუღუშმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მურუსიძეს არ იცნობს.

სექტემბრის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ სამ მოსამართლეს ეწურება ვადა — გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილსა და ქეთევან ერემაძეს. მათ შეცვლიან უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა.

კიდევ ერთ მოსამართლეს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ირჩევენ. ისინი 5 წლის ვადით სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0