თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ, ვინაიდან პრეზიდენტის კვოტით ისინი იყვნენ დანიშნული.
ახლადდანისნული მოსამართლეები უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგებიან.
ირინა იმერლიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებით მოვიდა, უშიშროების საბჭის მდივნად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა.
მან აღნიშნულ თანამდებობაზე „რთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია ჩაანაცვლა.