მმართველმა პარტიამ 20 დღის განმავლობაში შემოწირულობის სახით 3,3 მლნ ლარზე მეტი მიიღო

გამოწერა
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ “10-30 აგვისტოს პერიოდში ყველაზე მეტი, ხოლო „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კი ყველაზე მცირე შემოწირულობა მიიღო.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობებმა გასული თვის 20 დღის განმავლობაში 3,3 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შემოწირულობებმა, 10 —30 აგვისტოს პერიოდში 7,2 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო რეკლამაზე „ქართულმა ოცნებამ“ სხვა პარტიებზე მეტი დახარჯა

შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 994,2 ათასი ლარი, რომელსაც მოსდევს პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ — დაახლოებით 638,1 ათასი ლარი.

აუდიტის სამსახურის ჩამონათვალში შემდეგ მოდის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ – 625,7 ათასი ლარი, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ – 403,4 ათასი ლარი, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ — დაახლოებით 276,6 ათასი ლარი.

ყველაზე მცირე რაოდენობის შემოწირულობა მიიღეს შემდეგმა პარტიებმა: „რესპუბლიკური პარტია“- დაახლოებით 187,6 ათასი ლარი,  „ეროვნული ფორუმი“ – 179,1 ათასი ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 177,7 ატასი ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 173,3 ათასი ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0