ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თარეშის დამთავრების პირობას დებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურის განცხადებით, უწყებამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომლებიც 26 მაისის ღამესაა გადაღებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოითხოვს, რომ მისი ყოფილი თანამებრძოლი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისთვის დაისაჯოს.

შეგახსენებთ: სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული აქციის დარბევის თაობაზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა.  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ბრალი შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. ამას გარდა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე გახლდათ.

„ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და შევძლებთ რეალურად სამართლიანობის აღდგენას და იმის გაკეთებას, რაც ოთხი წელი ვერ გააკეთა,,ქართულმა ოცნებამ“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ თარეშს საქართველოში და კიდევ: ყველამ პასუხი უნდა აგოს ვითომ,,კოჰაბიტაციისათვის“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა: ბრალდებულია ოდესის პოლიციის უფროსი

საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომლებიც 26 მაისის ღამესაა გადაღებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ და რომელშიც ასახულია, თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას 2011 წლის 26 მაისს დავით ახალაია — ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ თანამშრომლებს მაღალ პრემიებს ჰპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0