თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიცილაურად არ ჰყავს თავმჯდომარე, რაც არცევნებიდან მისი მოხსნის საფუძველს ძლევა, აცხადებს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩაგვივარდა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა ჰქონოდა გატარებული საჯარო რეესტრს და დღეის მდგომარეობით, ეს პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს… ვინაიდან მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის დაფიქსირებული მონაცემები პარტიის თავმჯდომარის შესახებ. გამომდინარე აქედან, ცესკომ უნდა მოხსნას „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებიდან“, — განაცხადა ჯავახიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ადვოკატის თქმით, მან უკვე შეიტანა სარჩელი იუსტიციის სამინისტროში და პარტიის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უწყებას არანაირი პასუხი არ გაუცია.
ადვოკატის თქმით, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მოიხსნება საარჩევნო მარათონიდან, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება.