ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა ვერც მოხვდეს პარლამენტში

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პრემიერის თქმით, ერთადერთი, რაზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება აქცენტი გააკეთოს, ეს ძალადობაა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ვერ მოხვდეს 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

„[ნაციონალები] კუთხეში არიან შეყრილები და ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად, არავითარი შანსი მათ არ აქვთ, რომ ხელისუფლება აიღონ. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი მათი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტშიც ვერ შევიდნენ“, — განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, „ერთადერთი, რაზეც აქცენტი შეიძლება გააკეთონ, ეს არის ძალადობა“.

თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ ძალადობითა და პროვოკაციებით მმართველი პარტიია დაინტერესებული.

ყველა ახალი ამბავი
0