საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქრო მოიპოვა

© FB/ United World Wrestling - Alizera Akbariსაქართველოს ჭაბუკთა ნაკრები
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთოგუნდურ ჩათვლაში გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომლებმაც სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედლები აიღეს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის  მედალი მოიპოვა, რის საფუძველზეც მამაკაცთა შორის საერთოგუნდურში მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისურ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს და  ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და მამაკაცებს შორის საერთოგუნდურში მეოთხე ადგილი დაიკავა. 

რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
ქართველი პარალიმპიელები რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრნენ

კვარცხლბელის უმაღლეს საფეხურზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები  გიორგი შოთაძე (-52 კგ) და ლერი  აბილაძე (-54 კგ), ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე (-76 კგ)  ავიდნენ.

ბრინჯაოს მედლები „თავისუფალ“ მოჭიდავეებს გიორგი გეგელაშვილსა (- 42 კგ) და თორნიკე ქათამაძეს (- 50 კგ) ერგოთ.

საერთოგუნდურ ჩათვლაში გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომლებმაც სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედლები აიღეს.

მეორე ადგილი ირანელ სპორტსმენებს ხვდათ წილად (3-4-0_, ხოლო ლიდერთა სამეული აშშ-ის სპორტსმენებმა (3-1-2) დაასრულეს.

გოგონათა შორის უკონკურენციო იყვნენ იაპონელები, რომლებმაც ათი შესაძლებლობიდან რვა ოქრო მოიპოვეს.


ყველა ახალი ამბავი
0