ქართველი პარალიმპიელები რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრნენ

© photo: Sputnik / Мария Плотникова / გადასვლა მედიაბანკშირიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ჩვენს ქვეყანას პარალიმპიადაზე ხუთი სპორტსმენი წარადგენს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. წუხელ ქართველი პარალიმპიელები რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრნენ.

საქართველოს პარალიმპიადაზე ხუთი სპორტსმენი წარადგენს:

რუსი პარალიმპიელები — წართმეული ოცნება - Sputnik საქართველო
რუსი პარალიმპიელები — წართმეული ოცნება

ვანო წიკლაური — მშვილდოსნობა

ზვიად გოგოჭური — ძიუდო

აკაკი ჯინჭარაძე — ძალოსნობა

ლია ჩაჩიბაია — ცურვა

ირმა ხეცურიანი — ფარიკაობა

გუშინ სპორტსმენები საქართველოს სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და თბილისის მერს დავით ნარმანიას შეხვდნენ, რომლებმაც ქართველ პარალიმპიელებს რიოს თამაშებში წარმატებები უსურვეს.

პირველად ქართველმა პარალიმპიელებმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 2008 წელს პეკინში მიიღეს. მაშინ საქართველო ერთმა სპორტსმენმა — იაგო გორგოძემ წარადგინა, რომელმაც ძალოსნობაში იასპარეზა.

პარალიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 7-18 სექტემბერს გაიმართება. თამაშებში მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0