ცნობილი რუსი მომღერალი ქართველი მსმენელის წინაში სოლო-კონცერტით წარდგა — ელენა ვაენგას კონცერტი დაახლოებით სამი საათი გრძელდებოდა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.
ვაენგამ მსმენელისთვის საკუთარი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეასრულა — „შოპენი“, „ლედი დი“, „როგორები ვიყავით“, „დედოფალი“, „აბსენტი“, „ნევა“ და სხვა.
ქართველმა პუბლიკამ ძალზე თბილად მიიღო რუსი მომღერალი — სცენას ყვავილების თაიგულები, შეძახილები და ემოცია სასიამოვნო ელფერს აძლევდა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლები მასთან პირდაპირ სცენაზე იღებდა სელფის.
ელენა ვაენგა შეკრებილთ არაერთხელ გამოუტყდა საქართველოს სიყვარულში, როგორც მან აღნიშნა, თბილისში სტუმრობა მისი ოცნება იყო, რომელიც უკვე აისრულა კიდეც.
გარდა საკუთარი სიმღერებისა, ვაენგამ სცენაზე ქართველ მომღერალთან აჩი ფურცელაძესთან ერთად დუეტი შეასრულა.