ვაენგა: ქართველები – დიდი ხალხია

© Sputnik / Denis Aslanovელენა ვაენგა თბილისში კონცერტის დროს
ელენა ვაენგა თბილისში კონცერტის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მსმენელმა რუსი მომღერალი ძალზე თბილად მიიღო, რომელიც სცენაზე თავისი ჰიტებით სამ საათზე მეტხანს გამოდიოდა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქართველ მსმენელს დიდი, ჟღერადობით, შინაარსობრივად და ემოციურად ლამაზი სოლო კონცერტი აჩუქა პოპულარულმა რუსმა შემსრულებელმა ელენა ვაენგამ.

ვაენგა საქართველოში პირველად გამოვიდა და კონცერტზე არაერთხელ გაუმხილა მსმენელს, რომ თბილისში სტუმრობა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

„ჩემი დამოკიდებულების გადმოცემა თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სიტყვებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – აღნიშნა მომღერალმა.

სიმღერებს შორის ვაენგამ წაიკითხა საკუთარ ლექსები, გაესაუბრა დარბაზს, მოუთხრო მათ პირადი ისტორიები და ბავშვობის მოგონებები. კერძოდ, მან თქვა, რომ დაიბადა 27 იანვარს – ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს. მომღერალმა გაიხსენა, რომ სკოლაში, მესამე კლასში სწავლისას, ტალანტების კონკურსზე საქართველოს ფოლკლორი წარადგინა – მღეროდა და ცეკვავდა ქართულად, ქართულ ეროვნულ კოსტიუმში გამოწყობილი და პირველი ადგილი დაიკავა.

ვაენგას თქმით, მას სხვა ერის ხალხები ბავშვობიდან უყვარდა, რაც განსაკუთრებით თავისი ბებიის დამსახურებაა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა.

© Sputnik / Denis Aslanovვაენგამ თბილისში კონცერტის დროს საჩუქრები მიიღო
ვაენგამ თბილისში კონცერტის დროს საჩუქრები მიიღო - Sputnik საქართველო
ვაენგამ თბილისში კონცერტის დროს საჩუქრები მიიღო

„ვიცი, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ერებთან და ვიცი, როგორ უნდა ვცე მათ პატივი. თქვენ დიდი ერი ხართ, დიდი ხალხი ხართ. თქვენ დიდებული სამშობლო გაქვთ. აქ ყოფნა ჩემი ოცნება იყო. ახლა დავდივარ და ფეხები მიკანკალებს. არაფრის მეშინია, ღმერთის გარდა. და კიდევ თბილისის მეშინია“, – აღნიშნა მომღერალმა.

ვაენგასთვის თბილისში სადებიუტო კონცერტის მისალოცად მივიდა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე. რუსი მომღერლის განცხადებით, ბრეგვაძე მოკრძალებით შევიდა მის საგრიმიოროში და ყვავილების თაიგული გადასცა. ვაენგამ ბრეგვაძეს მადლობა სცენიდან გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს შეხვედრა, როგორც ადამიანისთვის და როგორც არტისტისთვის, დიდი პატივია. შემდეგ მან თავისი სიმღერა „Остановка“ ბრეგვაძეს მიუძღვნა.

შუა კონცერტის დროს ვაენგამ სცენაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი აჩი ფურცელაძე მიიწვია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს.

„ეს ადამიანი ჩემზე ათასჯერ ნიჭიერია“, – განაცხადა ვაენგამ ფურცელაძის შესახებ და მასთან ერთად დუეტში ერთ–ერთი თავისი კომპოზიცია შეასრულა.

რუს მომღერალთან დამშვიდობებისას ფურცელაძემ სცენაზე განაცხადა: „მიყვარხარ! მუდამ შენი ქართველი!“.

© Sputnik / Denis Aslanovვაენგამ და აჩი ფურცელაძემ კონცერტზე ერთად იმღერეს
ვაენგამ და აჩი ფურცელაძემ კონცერტზე ერთად იმღერეს - Sputnik საქართველო
ვაენგამ და აჩი ფურცელაძემ კონცერტზე ერთად იმღერეს
ვაენგა ქართველი მსმენელისთვის თითქმის სამი საათი მღეროდა (ანტრაქტით). თბილისის მცხოვრებლებმა და ქალაქი სტუმრებმა ვაენგას საუკეთესო ჰიტები მოისმინეს. მათ შორის: "Курю", "Шопен", "Любимого", "Абсент", "Нева", "Леди Ди", "Какими мы были", "Ну где же ты раньше был?", "Радуйся", "Королева" და მრავალი სხვა.

ქართველმა მსმენელმა რუსი მომღერალი დიდი სითბოთი მიიღო – ჩუქნიდა მას ყვავილების თაიგულებს, სურათებს, სხვა საჩუქრებს, უგზავნიდა კოცნას, მასთან ერთად სელფის იღებდა. პასუხად ვაენგამ სცენიდან არაერთხელ აღიარა, რომ უყვარს მთელი საქართველო და ქართველი ხალხი, აღფრთოვანებულია ქვეყნის სილამაზით და განსაკუთრებით – დედაქალაქის ხედებით და ერთი სული აქვს, როდის გაივლის ღამის თბილისის ქუჩებში.

საღამოს დასასრულს ელენა ვაენგამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონცერტით კიდევ ერთხელ სიამოვნებით ეწვევა და წინააღმდეგი არაა, თბილისში 9 მაისს გამოვიდეს.


ყველა ახალი ამბავი
0