თბილისი, 18 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, 21 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ს 19-22 სექტემბერს ეწვევა, სადაც მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომლის თემაც დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადილებებია. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერი მიიღბს მონაწილეობას ღონისძიებაში თემაზე „ ეფექტური ინსტიტუციები“, რომელიც ესტონეთის, საქართველის, კორეის რესპუბლიკისა და ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მიერაა ორგანიზებული.
გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თემაზე გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერაა ორგანიზებული და ასევე დაესწრება თემაზე „ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში“ (Innovative Financing for 2030 SDGs) გამართულ შეხვედრას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს პრემიერი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს.
ვიზიტის მსვლელობისას კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მეთაური მოლაპარაკებებს გამართავს ასევე სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან. დაგეგმილია შეხვედრა «ათასწლეულის გამოწვევების“ კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ ბილ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.