ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება

გამოწერა
მუზეუმში, რომელიც 1963 წელს დაარსდა, 19 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის რემონტი დასასრულს უახლოვდება — სარეკონსტრუქციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მუზეუმი, რომელიც 1963 წელს დაარსდა, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზას წარმოადგენს. მუზეუმის კოლექციაში 19 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება — სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები და ანთროპოლოგიური მასალები. გარდა ამისა, ფონდში დაცულია ცნობილი ქართველი მედიკოსების პირადი არქივები და რარიტეტული სამედიცინო ლიტერატურა. 

ერისთავების სახლ–მუზეუმი - Sputnik საქართველო
ერისთავების სახლ–მუზეუმს რესტავრაცია უტარდება

მუზეუმის სარემონტო სამუშაოები 2014 წელს,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი. ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, განაცხადეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მედიცინის მუზეუმის რეკონსტრუქცია კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. სარემონტო სამუშაოებისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 200 ათას ლარზე მეტი გამოყო.


ყველა ახალი ამბავი
0