მარგველაშვილი არჩევნებში აქტიურობასთან დაკავშირებით აგიტატორების მუშაობით კმაყოფილია

© FB/Георгий Маргвелашвили გიორგი მარგველაშვილი კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად
გიორგი მარგველაშვილი კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტიურობასთან დაკავშირებით აგიტაციას ეწეოდნენ უფროსკლასელები და სტუდენტები.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უფროსკლასელებსა და სტუდენტებს კამპანიაში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. კამპანია საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობისკენ არის მიმართული. ის აგვისტოს თვეში პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.

„თქვენ ამ ერთი თვის განმავლობაში ასობით და ათიათასობით ადამიანს დაანახეთ, რომ პოლიტიკა არ არის ნეგატივი, რომ ეს არ არის ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ ეს არის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა, რომ ეს არის ფიქრი იმაზე, როგორი უკეთესი უნდა იყოს სამშობლო და საქართველო. თქვენ დაანახეთ ის, რომ ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. თქვენ გაახსენეთ ყველას ის, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი პოლიტიკისა არის ხალხი და რომ ძალა და ძალაუფლება, ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, არის საზოგადებაში და ხალხში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: ვინ არის მზად „ხმლის ქარქაშში ჩასაგებად“

საქართველოს პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ პროგრამა „შენი ხმა ჩვენი მომავალია“, შედეგს გამოიღებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად მივიღებთ პარლამენტს, რომელშიც ისევე, როგორც ქართულ მრავალხმიანობაში, ბევრი ხმა იქნება, რომელიც გაერთიანდება  ჩვენი სამშობლოს სამსახურში და ჩვენი ეროვნული იდეალების სამსახურში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.


ყველა ახალი ამბავი
0