თბილისში „სილიკონის ველი" გაიხსნა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალტექნოლოგიური ცენტრი საკუთრივ აერთიანებს IT-აკადემიას, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს, სკოლას, კვლევით-ლაბორატორიულ ცენტრს და ა.შ.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონის ველი თბილისი“ ჭავჭავაძის გამზირე გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე.

მაღალტექნოლოგიური ცენტრი  საკუთრივ აერთიანებს  IT-აკადემიას, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს, სკოლას, კვლევით-ლაბორატორიულ ცენტრს და ტექნოლოგიურ ინკუბატორებს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო ლიდერთა ხუთეულში მოხვდა

 „ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ პირველი კერძო ინვესტიცია მაღალტექნოლოგიური მიმართულებით ჩაიდო. სასიხარულოა, რომ გასულ წელს დაწყებული მთავრობის ინიციატივები — პირველი ტექნოპარკი, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებების განვითარება-ასე აიტაცა კერძო სექტორმა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

„სილიკონის ველი თბილისის“ ტერიტორიაზე მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საბავშვო საზაფხულო სკოლა განთავსდება, რომელსაც ექნება სპორტული დარბაზი და აუზი.

ახალი პროექტი ყველა ეტაპს ითვალისწინებს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველო ტექნოლოგიის ექსპორტიორ-ქვეყანად იქცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0