საქართველოს ღვინის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

© FB/Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი
გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ქადაგიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კახეთის რეგიონს კურატორობდა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს ირაკლი ქადაგიშვილი ჩაიბარებს, რომელიც ადრე  თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო.  აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი საპარლამეტო არჩევნებში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქათველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია.  

ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია

„ირაკლი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად, მინდა აღვნიშნო, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მიმართულების კურატორი იყო. მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში  არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს. 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73 — ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან (მაჟორიტარული სისტემით) აირჩევა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0