თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კიევში უცნობმა პირებმა რუსეთის საელჩოს შენობას ფეიერვერკები და პეტარდები ესროლეს, იუწყება სააგენტო „რია ნოოსტი“ პორტალ „Страна.ua"-ზე დაყრდნობით. ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:00 საათზე მოხდა.
როგორც პორტალის კორესპონდენტს შენობის მცველმა ეროვნული გვარდიის წევრებმა განუცხადეს, დაახლოებით 20-მა ახალგაზრდამ ფეიერვერკები შენობის მისამართით გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
„ამ ადამიანებმა, რომლებმაც რუსეთის საელჩოს პედარტები ესროლეს, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ“, — განაცხადა კორესპონდენტმა.
კიევმა რუსეთს ყირიმში არჩევნების გამართვის შესაძლებლობაზე უარი განუცხადა. როგორც გამოცემა ირწმუნება, შენობა დაზიანებული არ არის.
კვირას რუსეთის საელჩოს შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას, თუმცა უკრაინულმა მხარემ არჩევნებს გამართვაზე თანხმობა არ გასცა. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დუმის არჩევნები რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ჩატარდება.