კიევმა მოსკოვს უკრაინაში სათათბიროს არჩევნების ჩატარებაზე საკუთარი პირობები წაუყენა

© photo: Sputnik / STRINGERკიევი. დამოუკიდებლობის მოედანი
კიევი. დამოუკიდებლობის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პოროშენკოს დავალებით რუსეთს ეცნობა, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კიევი უკრაინაში არსებული რუსული დიპლომატიური მისიების ტერიტორიებზე სახელმწიფო სათათბიროს საარჩევნო უბნების მოწყობაზე მხოლოდ საკუთარ პირობებზე დათანხმდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კრემლი უარს იტყვის ყირიმში  არჩევნების ჩატარებაზე და ამ რეგიონის წარმომადგენლებს საერთოდ ამოიღებს ასარჩევნო სიებიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი უნდა განიხილოს

თუმცა მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს დაავალა, ჩაეყენებინა რუსეთი საქმის კურსში, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნებოდა.

თავის მხრივ კლიმკინმა აღნიშნა, რომ ყირიმში არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას, მათ შორის, დიპმისიების ტერიტორიებზეც კი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კიევის განცხადებას მორიგი ანტირუსული გამოხტომა უწოდეს, რომელიც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.

სათათბიროს დსთ-ის საქმეებისა და ევრაზიული ინტაგრეაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკის თქმით, ამჟამად უკრაინაში 80 ათასი რუსი ამომრჩეველი იმყოფება და კიევის ნაბიჯებით მათი უფლებები ირღვევა.

ყველა ახალი ამბავი
0