რუსეთმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი უნდა განიხილოს

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრების რუსეთის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საკითხის განხილვას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთობლივად გეგმავს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის დუმის არჩევნებში ხმის მიცემის საკითხი უნდა განიხილოს, რადგანაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, არჩევნების გამართვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლებალია.  

რუსეთის ცესკოს წევრი ნიკოლაი ლევიჩევი - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეებს სათათბიროს არჩევნებზე ხმის მიცემა 145 ქვეყანაში შეეძლებათ

 „რამდენადაც ეს საკითხი უფრო მეტად საგარეო უწყების კომპეტენციაშია,  ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ და ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ. ჩვენ საგარეო სამინისტროსთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ თუ როგორ ვიმოქმედოთ ამ სიტუაციაში“, — განაცხადა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.

როგორც ადრე უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა, პოროშენკომ საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს დაავალა რუსეთის ინფორმირებულობა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გამართვის შეუძლებლობის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსული მხარე ყირიმში არჩევნებთან დაკავშირებით არ გაითვალისიწინებს უკრაინის პოზიციას და დასძინა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია.

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0