რუსეთის მოქალაქეებს სათათბიროს არჩევნებზე ხმის მიცემა 145 ქვეყანაში შეეძლებათ

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცესკოს წევრი ნიკოლაი ლევიჩევი
რუსეთის ცესკოს წევრი ნიკოლაი ლევიჩევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი თქმით, ამ დროსათვის სულ გახსნილია 360 უბანი.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატების არჩევას 145 ქვეყნის ტერიტორიაზე გახსნილ უბნებზე შეძლებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ცესკოს წევრ ნიკოლაი ლევიჩევზე დაყრდნობით.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
სათათბიროს არჩევნებზე აკრედიტაციაზე განაცხადი ორმა მედიასაშუალებამ წარადგინა

მისი თქმით, ამ დროსათვის სულ გახსნილია 360 უბანი.

მანამდე ცესკოს სხვა წევრმა, ვასილი ლიხაჩოვმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საკონსულოებს აღრიცხვაზე უცხოეთში მცხოვრები რუსეთის დაახლოებით 1.9 მლნ მოქალაქე ჰყავთ, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება უკვე აქვთ.

„დღეისათვის უკვე არსებობს 364 საარჩევნო უბანი, ბაიკანურის გამოკლებით, სადაც შვიდი უბანი იქნება და უკვე ტერიტორიული საარჩევნო კომისიაც არის ფორმირებული“, — განაცხადა ლევიჩევმა.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ორგანიზებისთვის ტერიტორიული ცესკო ფორმირებულია მხოლოდ ქალაქ ბაიკანურში (ყაზახეთი). აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივლისის დასაწყისში მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0