სათათბიროს არჩევნებზე აკრედიტაციაზე განაცხადი ორმა მედიასაშუალებამ წარადგინა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახელმწიფო სათათბირო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს საინფორმაციო ცენტრში მუშაობის ნებართვაზე ჟურნალისტების განაცხადების მიღება კი 12 სექტემბრამდე გასტანს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე აკრედიტაციაზე განაცხადების მიღება 28 აგვისტომდე გაგრძელდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვაზე დაყრდნობით. 

ცესკოს საინფორმაციო ცენტრში მუშაობის ნებართვაზე ჟურნალისტების განაცხადების მიღება კი 12 სექტემბრამდე გასტანს.

„28 ივლისს ცესკომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია დაიწყო… განაცხადების მიღება 28 აგვისტომდე გაგრძელდება“, — განაცხადა პამფილოვამ ცესკოს სხდომაზე და მოუწოდა მასმედიას, ყურადღებით მოეკიდნენ ვადებს.

მისი თქმით, ამ დროსათვის ცესკოს საინფორმაციო ცენტრში მუშაობაზე განაცხადი მხოლოდ ორ მედიასაშუალებას, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხსა და ფედერაციის საბჭოს ტელეარხ „Вместе-ს“ აქვს გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0