ბურჭულაძე მარიხუანის აფთიაქებში რეცეპტით გაყიდვის წინადადებით გამოდის

გამოწერა
დეპუტატობის კანდიდატმა ეს ინიციატივა იმით ახსნა, რომ ეს ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ძალზე ჰუმანური და თანამედროვე გზაა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მარიხუანა საქართველოში ექიმის რეცეპტით აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს, განაცხადა საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვს“ ლიდერმა ტელეარხ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

ეს საარჩევნო ბლოკი ერთადერთი პარტიების გაერთიანებაა, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას ემხრობა.

„მარიხუანის გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების საშუალებით, არამედ აფთიაქებში. ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით აღმოვფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ეს ნორმალური გახდება“, – განაცხადა  

თავისი ინიციატივა მან იმით ახსნა, რომ ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ.

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ დაისჯება

„ადამიანი როცა ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, ის უნდა მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს და ეს არის ერთადერთი გზა მისი გამოჯანმრთელების. მან ეს არ უნდა დამალოს, არამედ ექიმთან უნდა მივიდეს, რომ მან რეცეპტი გამოწეროს. ეს ძალზე ჰუმანური და თანამედროვე გზაა“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მანამდე პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მოითხოვდა. ეს პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში შევიდა, თუმცა, მოგვიანებით დატოვა ის. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები ბლოკის სიაში დარჩნენ.

საქართველოში 4,8 ათასზე მეტი გამოკითხულიდან 15,9%–ს მარიხუანა ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. ასეთია დამოკიდებულების კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასა“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები.

მარიხუანის მოხმარების საშუალო ასაკი მამაკაცთა შორის 19–22 წელია, ხოლო ქალთა შორის – 20–22. მინიმალური ასაკი მამაკაცთა შორის 12, ხოლო ქალთა შორის – 17 წელია.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება და წარმოება, დაკავების პირველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება, მეორე დაკავების შემთხვევაში – სისხლის სამართლის დანაშაულად და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან თავისუფლების 1 წლის ვადით აღკვეთით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0