საქართველოში ხუთმა ადამიანმა 9 ათას 999 ლარად უკვე შეიძინა iPhone 7

© REUTERS / EDGAR SUiPhone 7
iPhone 7 - Sputnik საქართველო
გამოწერა
iPhone-ს მენეჯერის თქმით, სმარტფონების ახალ პარტიას მაღაზია შაბათ დილას მიიღებს, რომლის 80% უკვე გაყიდულია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში iPhone 7-ის გაყიდვა დაიწყო. გაყიდულია პირველი ხუთი სმარტფონი, განუცხადეს Sputnik-ს მაღაზიაში „iPhone+“.

iPhone 7 - Sputnik საქართველო
საქართველოში iPhone 7-ის გაყიდვა 17 სექტემბრიდან დაიწყება

სანუკვარი iPhone-ს ოფიციალურ გაყიდვამდე შეძენა იმათ შეძლეს, ვინც სმარტფონზე შეკვეთა 13-14 სექტემბერს გააფორმა.

„ჩვენ უკვე გავყიდეთ ხუთი მოდელი, რომლებზეც ქართველ მყიდველებს წინასწარი შეკვეთა ჰქონდათ გაფორმებული. სმარტფონის ფასი 9 ათას 999 ლარი იყო“, — აღნიშნა მაღაზიის მენეჯერმა კახა სეფაშვილმა.

მისი თქმით, სმარტფონების ახალ პარტიას მაღაზია შაბათ დილას მიიღებს, რომლის 80% უკვე გაყიდულია.

„ზეგიდან ფასი თანდათან დასტაბილურდება, გამომდინარე იქიდან, რომ გაყიდვები უკვე დაიწყება აშშ-ში. 17 სექტემბრიდან მოდელის ფასი 7 ათას 777 ლარი იქნება“, — განმარტა მაღაზიის მენეჯერმა.

მანვე დაამატა, რომ 18 სექტემბრიდან სმარტფონზე ფასი დაახლოებით 3-4 ათას ლარამდე დაიწევს, 20 სექტემბრისთვის უკვე  2 ათას 599 ლარი ეღირება, ხოლო 20 სექტემბრის შემდეგ iPhone 7-ის ფასი 2 ათას 199 ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0