თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კომპანია Apple-მა iPhone 7-სა დაiPhone 7 Plus-ის პრეზენტაცია მოაწყო.
ახალ მოდელებს წყალგაუმტარი კორპუსები, გაძლიერებული კამერები, ახალი შეფერილობა და ბევრი სხვა სიახლე ახასიათებს.
iPhone-ს ფანატებსა და ტექნიკური პროგრესის მხარდამხარ მოსიარულე ადამიანებს სულ მალე შეეძლებათ ახალი მოდელების შეძენა.
Apple-მა iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ს ისტორიაში საუკეთესო სმარტფონები უწოდა.
Check out the latest rumors on the iPhone 7! http://t.co/ScWXTLMVg9 pic.twitter.com/eA3fi52udX
— iPhone 7 (@AppIeiPhone7) 26 июля 2015 г.
სიახლე
Apple-ს სმარტფონებს ახლა უკვე წყალგაუმტარი კორპუსები, 12 მეგაპიქსელიანი და ექვსშრიანი ლინზებით აღჭურვილი კამერები და გამოსახულების სტაბილიზატორები აქვთ.
ახალ მოდელებში A10 Fusion-ის 64-ბიტიანი, ოთხბირთვიანი პროცესორია „ჩაკერებული“, რაც ამ მოწყობილობის მუშაობას, iPhone 6S-სთან შედარებით, 40%-ით აჩქარებს.
iPhone 7-ის ბატარეა წინამორბედზე ორი საათით მეტ ხანს მუშაობს. თუ Wi-Fi-ს გამოიყენებთ, iPhone 7-ს 14 საათი შეუძლია იმუშაოს უწყვეტად, ხოლო თუ 4G-ს — 12 საათი.
რაც შეეხება iPhone 7 Plus-ს — ის 15 საათის განმავლობაში მუშაობს Wi-Fi-ზეც და 4G-ზეც.
Apple-მა ტელეფონს მეხსიერების მინიმალური მოცულობა 32 გიგაბაიტამდე გაუზარდა, თუმცა მსურველებს 128 და 256 გიგაბაიტიანი სმარტფონების შეძენაც შეუძლიათ.
iPhone 7-ს ორი დინამიკი აქვს. ყურსაცვამების პორტი ტელეფონიდან გაქრა. ახლა მათ შესაერთებლად სპეციალური გადამყვანი დაგჭირდებათ, რომელიც თან მოსდევს ახალ მოდელს.
თუმცა Apple-მა უსადენო ყურსაცვამებიც გამოუშვა, სახელწოდებით AirPods. ისინი სენსორებითაა აღჭურვილი და საკუთარი ბატარეები აქვს, რომლებიც 24 საათი მუშაობს, შემდეგ კი იტენება. რაღა თქმა უნდა, დამტენიც ყურსაცვამების კომპლექტში შედის.
ვიდეოს ნახვა და თამაში კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება სტერეოხმის წყალობით: ჩვეულებრივ დინამიკს შეგიძლიათ დაამატოთ ღილაკ Home-ში განთავსებული კიდევ ერთი დინამიკი და ამით ხმა, წინამორბედ მოდელთან შედარებით, ორჯერ გაძლიერდება.
Apple-მა სმარტფონების ეკრანებიც გააუმჯობესა. ის უფრო მკვეთრი გახდა, ფერთა უფრო ფართო დიაპაზონსაც აღიქვამს და ფერის დაკალიბრებაც შეუძლია.
iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის სტანდარტულ მოდელებს 4.7 და 5.5 დიუმიანი ეკრანები აქვს — შესაბამისად.
რაც შეეხება ფერებს, iPhone 7-ს დაბურული შავი და პრიალა „შავი ონიქსი“ დაემატა.
საქართველოში გაყიდვების დაწყების თარიღი და ფასები
ახალი სმარტფონებს საქართველოში გასაყიდად 17 სექტემბერს გამოიტანენ.
თუმცა ახალი iPhone-ბის ყიდვა უკვე 16 სექტემბერს იქნება შესაძლებელი, თუკი 13-14 სექტემბერს მაღაზიაში iPhone+ შეკვეთას გააფორმებთ. ასეთ შემთხვევაში iPhone 7 (256 GB) 7 ათას 777 ლარი ეღირება.
უკვე 17 სექტემბერს კი ფასი 5 ათას 555 ლარამდე დაეცემა, 18 სექტემბერს 4 ათას 444 ლარი ეღირება, 19 სექტემბერს — 3 ათას 333 ლარი, 20 სექტემბერს კი 2 ათას 599 ლარამდე ჩამოვა.
iPhone 7 (32 GB) 20 სექტემბრიდან 2 ათას 199 ლარი ეღირება.
„თუ გსურთ, რომ Iphone 7 უკვე 15 სექტემბერს გქონდეთ, ანუ ოფიციალურ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, მაშინ მასში 9 ათას 999 ლარის გადახდა მოგიწევთ“, — განუცხადა Sputnik-ს მაღაზიის iPhone+ მენეჯერმა კახა სეფაშვილმა.